Total Pageviews

Tuesday, April 19, 2011

მსოფლიო ოკეანე

მ ს ო ფ ლ ი  ო ო კ ე ა ნ ე
მსოფლიო ოკეანე გარს არტყავს დედამიწას.
ოკეანე ასევე გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს. ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%.
ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან. ოკეანის სხვადასხვა ნაწილის რეჟიმი დაკავშირებულია ასტრონომიულ ფაქტორებთან და განედურ ზონალურობას ექვემდებარება. ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებურებები (ქარები) განაპირობებს მუდმივი და პერიოდული ოკეანური დინებების სისტემას, იწვევს ღელვას; მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები — მოქცევას.
ოკეანის წყალი მზისგან მიღებული სითბოს უზარმაზარი რეზერვუარია. დინებების მეშვეობით ამ სითბოს გადანაწილება მნიშვნელოვნად განაპირობებს ხმელეთის დიდი სივრცეების ჰავას.
ოკეანის საზღვრები და მოხაზულობა ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედამიწის ქერქის გეოლოგიური აგებულებისა და განვითარების ისტორიის შესაბამისად.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ როლს თამაშობს კაცობრიობისათვის როგორც სატრანსპორტო გზა, საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის, ქიმიური და მინერალური რესურსების წყარო.
წყარო: ვიკიპედია

 ვიდეო მასალა... 

  
სლაიდ შოუ... 



No comments:

Post a Comment